ენმს პრეტენზია აჭარის მაუწყებლის მიმართ და ტელევიზიის განმარტება

20 აგვისტო 2020, 15:06 1826 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს.

ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ გუშინ ქობულეთში ,,მწვანე ქალაქთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადების დამახინჯება მოხდა. ამაზე ილია ვერძაძის კომენტარი, კი რომელიც ვებ გვერდზე განთავსდა მიზანმიმართული ქმედება იყო. მიზნად კი ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავდა. ფაქტს უარყოფს მაუწყებელი. ფირუზ ბოლქვაძის განმარტებით შეცდომა ახალი ამბების სამსახურმა 3 საათიან გამოშვებაში დაუშვა, რომელიც პარტიასთან კომუნიკაციის შემდეგ დაუყონებლივ გასწორდა.

რაც შეეხება ვებ გვერდის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას. აქაც, უზუსტობის შემთვევაში, ინფორმაცია ჩასწორდება. რაც შეეხება პარტიის ბრალდებას მაუწყებლის და ხელისუფლების შეთანხმებულ მოქმედებასთან დაკავშირებით, ბოლქვაძის თქმით, ეს მაუწყებლის დისკრედიტაციის მცდელობაა, რაც სხვა დროსაც ყოფილა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში