ქობულეთის კორონა-კლასტერი იზრდება

27 აგვისტო 2020, 20:21 1528 ნახვა

ქობულეთში, ერთ-ერთ აფთიაქში კორონავირუსით ინფიცირებულების ნაწილი კარანტინში ნაწილი კი კლინიკაში მკურნალობს. სააფთიაქო ქსელი კი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ეპიდემიოლოგებმა ყველა თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარეს.

კოვიდ-19-ის 11 დღევანდელი შემთხვევიდან, 8 აჭარაში გამოვლინდა. მათგან ოთხი საერთაშორისო გადაზიდვების - სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრია, ორი ქობულეთის ბოლო შემთხვევასთან არის კავშირში, ორი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

ბათუმის კოვიდ მიმღებ ცენტრში მყოფი პაციენტებიდან, რვას პნევმონია აქვს, თუმცა არა მძიმე. ერთი კვირაა ბათუმსა და ქობულეთში უფასო „პისიარ“ ტესტირება ტესტირება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში