კოვიდ მდგომარეობა აჭარაში

21 სექტემბერი 2020, 15:09 1759 ნახვა

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებული ქალი შეიყვანეს, რომელმაც სხვა კლინიკაში ორი დღის წინ იმშობიარა, დღეს კი  კორონავირუსი დაუდგინდა. ჯერ-ჯერობით უცნობია აქვს თუ არა  კოვიდ-19 ახალშობილს. ინფიცირებული ორსულებიდან დღეს ერთი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, კორონავირუსი აჭარაში 92 ადამიანს დაუდასტურდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 ინფიცირებულიდან 10 აჭარიდანაა. საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. ის ქუთაისის კლინიკაში მკურნალობდა. გარდაცვლილი კრიტიკულად მძიმე პაციენტი სამკურნალოდ აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი. ახალი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი.

აჭარა ისევ ეპიდემიოლოგებისთვის საყურადღებო ზონაა, სადაც ინფიცირებულთა შორის არიან ორსულები და არასრულწლოვნები. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 177 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგანაც 7 მდგომარეობა არის საყურადღებო.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში