ეპიდვითარება აჭარაში - კოვიდკლინიკებში 515 პაციენტი მკურნალობს

01 ოქტომბერი 2020, 15:05 1631 ნახვა

აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარაში მობილიზებულია ყველა ტიპის 600-ზე მეტი საწოლი, რომელიც საჭიროებისამებრ გამოყენებულია აღნიშნული პირების სამედიცინო მომსახურებისათვის.

დამატებით მოხდა 20 რეანიმაციული საწოლის მობილიზება რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ჯამში, რეგიონში 45 ინტენსიური თერაპიის პალატა აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში