თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად რჩება

01 ოქტომბერი 2020, 19:02 2146 ნახვა

დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ინფექციურ საავადმყოფოში არ ადასტურებენ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. ამის შესახებ კლინიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ბერიძემ განაცხადა. 

„დღეს ძირითადი თემა ქართულ მედიაში და საზოგადოებაში იყო თენგიზ ცერცვაძის თანამდებობის დატოვება-არ დატოვების საკითხი. ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძე რჩება თავის თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებულ მოვალეობას. მას ხვალ დაგეგმილი აქვს ვიზიტი აჭარის რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებულია.

მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიისა და „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად. მე ინფორმაცია არ მაქვს პრემიერთან შეხვედრის შესახებ და არც ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით.

დღეს ორჯერ მქონდა კომუნიკაცია, როდესაც ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, რომ შვიდი საათისთვის იქნებოდა სამსახურში და მეორედ, როდესაც სამსახურში მოვიდა და გადმომცა, მაყურებლისთვის, საზოგადოებისთვის გადმომეცა მისი გეგმების შესახებ“, – განაცხადა გიორგი ბერიძემ.

შეგახსენებთ, მთელი დღის განმავლობაში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში