ქობულეთში 10 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს 

02 ოქტომბერი 2020, 11:34 6420 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, ე.წ. თიკერის დასახლებაში მეხუთე კლასელი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. 

მოზარდი, სტადიონთან არსებულ სკვერში არასრულწლოვნებმა ნახეს და უფროსებს შეატყობინეს. მეზობლები ყვებიან, რომ ბავშვი გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაინახეს და ის ველოსიპედით სეირნობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე სხვა ინფორმაციას არ ვასაჯაროვებთ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში