ტარიელ ტუსკია: ჯოჭოში რთული რელიეფური მდგომარეობაა

02 ოქტომბერი 2020, 11:31 1352 ნახვა

ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით,  გეოლოგი ტარიელ ტუსკია  აცხადებს, რომ  სოფელში რთული რელიეფური მდგომარეობაა და მეწყერსაშიშ ზონად მიიჩნევა. გეოლოგი  ამბობს, რომ პირველადი ინფორმაციით, თედორაძეების ოჯახი 2009 წლამდე გეოლოგების მიერ არ არის შესწავლილი.

ტარიელ ტუსკიას განცხადებით, პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ არაერთხელ იყო სპეციალისტების რეკომენდაცია, რაც არ შესრულდა.

ადგილობრივები კი გვიყვებიან, რომ  თედორაძეების ოჯახთან რამდენიმე წლის წინ მცირე მეწყრული პროცესი განვითარდა, ოჯახს გეოლოგების დასკვნაც ჰქონდათ,   რომ   სახლი   და   ტერიტორია  საცხოვრებლად  უსაფრთხო იყო. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში