დღეიდან ქუთაისის აეროპორტში რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები განახლდა

04 ოქტომბერი 2020, 12:27 1539 ნახვა

დღეიდან  რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდება. 6 თვიანი პაუზის შემდეგ  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარულ ავიარეისებს ანახლებს. გავრცელებული ინფორმაციით  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ​ -ამ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ აღნიშნულ რეისზე კვირაში ერთხელ შეასრულებს. 

პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე,  მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა. ცნობისთვის, რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები,  გამცილებლის შესვლა  კი ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში