დავით ზალკალიანი -დანიაში საქართველოს ელჩის გამოხმაურება ჩემთვისაც სიურპრიზი იყო

08 ოქტომბერი 2020, 14:32 348 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დანიაში საქართველოს ელჩ გიგი გიგიაძეს ჯერ სამინისტროსთან უნდა გაერკვია, რა ხდებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიასთან დაკავშირებით და განცხადება შემდეგ გაეკეთებინა. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, გიგი გიგიძის განცხადება მისთვისაც სიურპრიზი იყო და მას სამინისტროსთან კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე არ ჰქონია. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც გიგიაძე აღნიშნავს, ივერი მელაშვილი გამორჩეული პატრიოტი და პროფესიონალი ექსპერტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში