ვენეციის კომისიის განცხადება

09 ოქტომბერი 2020, 14:49 298 ნახვა

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით მოსაზრება გაავრცელა. სადაც წერია, რომ ვენეციის კომისიას სურდა, საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წესის რეფორმირებაში დახმარებოდა, რათა ის ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში მოსულიყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსაზრებისთვის დაგვიანებით მიმართვის გამო, მათ ჰქონდათ საკმაოდ ლიმიტირებული დრო, რომელიც მხოლოდ იმაში გამოიყენეს, რომ შეედარებინათ, რამდენად მოდიოდა მიღებული კანონი კომისიის წინა რეკომენდაციებთან თანხვედრაში. ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი სწორი მიმართულებით წავიდა, როდესაც ფარული კენჭისყრა გააუქმა და უზრუნველყო, რომ ყველა ხმას თანდართული უნდა ჰქონოდა წერილობითი დასაბუთება, რაც ამასთანავე, საჯარო ინფორმაცია გახდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში