მილიონი ლარის ზარალი-აგვისტოსა და ოქტომბერში სტიქიის შედეგები ცნობილია

15 ოქტომბერი 2020, 18:33 1254 ნახვა

ბათუმის მერიის მუდმივმოქმედმა კომისიამ სტიქიის შედეგად დაზარალებული 193 ოჯახის განცხადება განიხილა.

მერიის ინფორმაცით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონი ლარია. ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებით, თითოეული ოჯახი 300 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. კომპენსაციისთვის საჭირო თანხის მობილიზაცია მერიის ბიუჯეტიდან იგეგმება.

თუმცა მერიამ დახმარებისთვის წითელ ჯვარსაც მიმართა. ამ დროისთვის 11 ოჯახი ქირითაა გადაყვანილი. 22-23 აგვისტოსა და 1-2 ოქტომბერს განვითარებული სტიქიის გამო რამდენიმე ადგილას მეწყრული პროცესები განვითარდა, დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, მოსახლეობას დაუზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და ავეჯი. საჭიროა ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში