"ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად ახერხებს ჩვენს გაოცებას, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა “- თორნიკე რიჟვაძე

17 ოქტომბერი 2020, 16:00 1419 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურად ახერხებს ჩვენს გაოცებას, რადგან უკადრებელის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა, “– განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გაოცებას ყოველდღიურად ახერხებენ, რადგან უკადრებლის მკადრებელი პოლიტიკური ძალაა, ამას ვიტყვი პირდაპირ. ის, რომ ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს, მათ კისერზეა. ეპიდემიოლოგიურად ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ქალაქს, განსაკუთრებით ბათუმს და ბათუმელებს ზურგში დანა ჩაარტყეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და პოლიტიკური ძალა, ვალდებული ვართ, ვმართოთ შემცირებული თუ მომატებული ეპიდშემთხვევები. ამავე დროს, ყველას მოვუწოდებ, იფიქრონ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და მათ ამბიციებს ნუ გადააყოლებენ მოქალაქეთა ჯანმრთელობას. მით უმეტეს, ეს მათთვის პოლიტიკურად წაგებული ბრძოლა იყო და გუშინ კიდევ ერთხელ გამყარდა ეს. არ ღირს ადამიანების სიცოცხლის გარისკვა და ვერც ვერავის ვერ შეაშინებენ და აანერვიულებენ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გუშინ, ბათუმის ბულვარში „ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში