დღეიდან აჭარის გარდა უმაღლესი სასწავლებლები სწავლას ჰიბრიდულად განაახლებენ

19 ოქტომბერი 2020, 10:25 830 ნახვა

დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები საუნივერისტეტო სივრცეებში განახლდა. სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ. 

სტუდენტები საუნივერსიტეტო სივრცეებს თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში დაუბრუნდნენ.

სასწავლო პროცესის ჰიბრიდულად განახლების გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

აუდიტორიებში აუცილებელია, რომ სტუდენტებმა ატარონ პირბადეები, მერხებს შორის დაცული უნდა იყოს დისტანცია. უმაღლეს სასწვალებელში შესვლამდე კი სტუდენტები თერმოსკრინინგს გაივლიან. 

ჯამში ჰიბრიდულად სასწავლო პროცესს  120 უნივერისტეტი და პროფესიული დაწესებულება ანახლებს, შრომის ინსპექტირების დეპარტემნტმა ნებართვა სწორედ ამ რაოდენობის სასწავლო დაწესებულებაზე გასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში