ზუგდიდში ''საქართველოს ბანკის'' ფილიალი დააყაჩაღეს

21 ოქტომბერი 2020, 14:46 1822 ნახვა

ზუგდიდში ''საქართველოს ბანკის'' ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. რამდენიმე წუთის წინ, ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმა ისმოდა.

თვითმხილველების ინფორმაცით, ბანკში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული პირი შევიდა და მას 20-მდე პირი მძევლად ყავს აყვანილი.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ბანკის მენეჯერთან შეხვედრა მოითხოვა.

ბაკის ერთ-ერთ თანამშრომლის განცხადებით, შეიარაღებულმა პირმა, რამდენჯერმე გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. ''მოითხოვა, რომ ყველანი იატაკზე დავწოლილიყავით. რამდენიმე პირი მან ბანკიდან გამოუშვა, მაგრამ ბევრიც შიგნითაა. დილიდან ბანკში მხოლოდ 58 თანამშრომელი ვიყავით'' - ყვება თვითმხილველი.

შსს-მ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

"საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის"-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში