თავდამსხმელი ჯერ-ჯერობით დაკავებული არ არის - კონსტანტინე ანანიაშვილი 

22 ოქტომბერი 2020, 15:03 1463 ნახვა

ქობულეთში, სადაც დღეს ინკასატორი გაძარცვეს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ჩავიდა. კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, თავდამსხმელი ჯერ-ჯერობით არ დაუკავებიათ.

''ინციდენტი მოხდა ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების პროცესში სხვა დეტალები გამოიკვეთება'' - უთხრა ჟურნალისტებს პოლიციის უფროსმა. 

ამ დრომდე ადგილზე რჩებიან  სამართალდამცველები. ტერიტორია კი კვლავ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. 

შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში