ავჭალაში მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს

23 ოქტომბერი 2020, 14:20 507 ნახვა

ავჭალაში, სარაჯიშვილის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ავტომობილში მამაკაცი ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, დამნაშავემ გაქცევა მოახერხა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თავმდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 გასროლა განახორციელა.

ტერიტორიაზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. 

სამართალდამცველები ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების მისვლას ელოდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში