სოციალური მედიის მეორე შუალედური ანგარიში - "სამართლიანი არჩევნების" კვლევა

26 ოქტომბერი 2020, 11:50 166 ნახვა

პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური აქტორების სასარგებლოდ ჩართული 69 სოციალური გვერდი, რომლებიც ანტიდასავლურ,  ანტილიბერალურ, ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განწყობებს ავრცელებენ.  

ოპოზიციის დისკრედიტაციას 36 გვერდი ცდილობს,  ხელისუფლების - 30.  ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 9 გვერდი - არასამთავრობო ორგანიზაციამ  "სამართლიანმა არჩევნებმა" სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.  

არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე გამოავლინა, რომ მედიის საწინააღმდეგო   პოსტებში   განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელევიზიები არიან. მონიტორინგი 1 სექტებრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში