ნიკა მელია გლდანში მომხდარ ინციდენტში ხელისუფლებას ადანაშაულებს

31 ოქტომბერი 2020, 17:16 1567 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში მომხდარი ინციდეტის სულის ჩამდგმელია ხელისუფლება.

"გლდანში ხელისუფლება უპირობოდ მარცხდება, მათ იციან ამის შესახებ და აქედან გამომდინარე ხედავთ რას აწყობენ. მობილიზაცია არის ყველა კრიმინალის. პოლიციელები და კრიმინალები ერთად მივარდნენ გლდანის პირველ მიკრორაიონში 84-ე საარჩევნო  უბანთან და ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც არის კახი კალაძის ბავშვობის მეგობარი, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და დაუმიზნა იქვე მყოფ ჩვენს დამკვირვებელს. ამ დროს პოლიციელები მივიდნენ და ჩვენი დამკვირვებელი,, რომელსაც ეკეთა ბეიჯი, ირაკლი ეძგვერაძე, ჩემი მეგობარი დააკავეს. არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი, მას ადვოკატებიც ვერ პოულობენ.

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და ვახტანგ გომელაურს ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენ ხმებს ვიცავთ და დავიცავთ, არჩევნებს არ გაგაყალბებინებთ, საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები"-განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში