ეპიდ-შეზღუდვები 22:00-დან

09 ნოემბერი 2020, 20:03 1151 ნახვა

წერტილოვანი შეზღუდვები ერთადერთი გზაა მობილობის შესაჩერებლად და სწორედ ამ შეზღუდვების დახმარებით გადაიტანა საქართველომ გაზაფხულის რთული პერიოდი - ასეთია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია. მათივე თქმით, მასობრივი შეკრებები ინფიცირების შემთხვევებს გაზრდის.

კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ყოველდღიური ზრდის მიუხედავად, მასშტაბური ე.წ „ლოქდაუნი“ არ იგეგმება.

გადაადგილებაზე შეზღუდვები 22 საათიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში ამოქმედდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში