აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია

14 ნოემბერი 2020, 12:35 719 ნახვა

მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს გამოვიყენებთ როგორც შესაძლებლობას, დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და რომ რომ აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას ევრო-ატლანტიკური კავშირების გაძლიერებაში. მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ჩამოდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში