ბათუმის ნავთობტერმინალში ხანძარია

16 ნოემბერი 2020, 10:44 7158 ნახვა

ბათუმის ნავთობტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ცეცხლი სავარაუდოდ რეზერვუარს უკიდია. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული. 

მოქალაქეებმა ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შენიშნეს.  

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

ფოტო: ქეთი ხაბაძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში