არჩევნები არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანა დაბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებში და პოლიტიკურ პლატფორმებზე - პრემიერი

19 ნოემბერი 2020, 11:16 966 ნახვა

პრემიერის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური, რომელიც რამდენიმე დღეშია ჩანიშნული უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.

გიორგი გახარიამ იმ 9 პოლიტიკურ პარტიას მიმართა, რომლებსაც ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს ნდობა გამოუცხადა იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ.

"სულ რამდენიმე დღეში გვექნება არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში და რა თქმა უნდა ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად პროცესები ქვეყანაში დაბრუნდეს ფორმალურ, სამართლებრივ ჩარჩოებში და პოლიტიკურ პლატფორმებზე.

საქართველოს მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს პანდემიის პირობებში ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკური პარტიის წარმოდგენას პარლამენტში და იმას რომ, ამ პოლიტიკურმა პარტიებმა იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს. 

ქვეყნის შემდგომი სტაბილური განვითარება იმ გამოწვევების დროს, რომელმაც ქვეყანამ უნდა უპასუხოს უაღრესად მნიშვნელოვანია"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში