ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანთან იმყოფებიან პარტიის კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ - ISFED

21 ნოემბერი 2020, 15:37 1580 ნახვა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში აკვირდება.

ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობაა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე შეინიშნება მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ძირითადად სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში სხედან, ან საარჩევნო უბნების წინ არიან შეკრებილნი და ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს: ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1; ხმის რამდენჯერმე მიცემის 1; დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის 2 ფაქტი.

რაც შეეხება კონკრეტულად ბათუმს, ISFED-ის წარმომადგენლების განცხადებით, #79 ოლქის #07, #11, #17, #21, #22, #54, #58, #66, 68, #69 და #104 საარჩევნო უბნებთან სამარშრუტო ტაქსებში იმყოფებიან პარტიის კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებენ.

სხვადასხვა რეგიონის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ უფრო ვრცლად ნახეთ ლინკზე: https://isfed.ge/geo/presrelizebi/gantskhadeba-1500-saatistvis-gamovlenili-darghvevebis-shesakheb?fbclid=IwAR2CD_0jt7AzPN_7dPF3Q6kOjmfmuwIdQM9NE8UwOqrYBjGirf7PiR__VqE

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში