კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

18 დეკემბერი 2020, 14:01 1275 ნახვა

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე კორონავირუსით გარდაიცვალა - ინფორმაციას “საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს. 

''მამა ზურაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა'' - აღნიშნულია ინფრმაციაში. 

რამდენიმე კვირის წინ COVID-19-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი, მღვდელი დავით მაჩიტაძე, დეკანოზი ანდრია ქვლივიძე ემსხვერპლნენ. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში