ბათუმის ციხეში 5 პატიმარი შიმშილობს

11 იანვარი 2021, 18:02 1748 ნახვა

ამნისტიის მოთხოვნით ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში ხუთი პატიმარი უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს. ინფორმაციას პენიტენციალურ დაწესებულებაში ადასტურებენ. მოშიმშილეების მოთხოვნა ამნისტიის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქებაა. იმავე მოთხოვნით  შიმშილობს ექვსი პატიმარი ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში.

პატიმრების შიმშილობის შესახებ ინფორმაციას ფლობს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ პატიმრები  ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ამნისტიის კანონს უფლებადამცველები და პატიმრების ოჯახის წევრები დისკრიმინაციულს და არაჰუმანურს უწოდებენ. ითხოვენ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გარდა მსჯავრდებულებს სასჯელი ¼1/4-ით შეუმცირდეთ. ისინი ბათუმში ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და ბათუმის ციხემდე აქცია-მსვლელობა გამართეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში