აგვისტოს ომისთვის რუსეთს აზღვევინებენ

21 იანვარი 2021, 20:08 413 ნახვა

საქართველოს ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება! რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება ასეთია, სტრასბურგის სასამართლომ კონვენციების არაერთი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად რუსეთის ფედერაცია ცნო.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განაჩენის თანახმად, რუსეთმა ოკუპაციის ფაზაში,  „სამხრეთ ოსეთში“ დაარღვია სიცოცხლის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის ვალდებულება.

საქართველომ რუსეთზე გაიმარჯვა, ასე შევა ქვეყნის ისტორიაში 2021 წლის 21 იანვარი. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გადაწვა და გაძარცვა ქართველების საკუთრება და სახლები.

გადაწყვეტილება ყველაზე მეტად ემოციური იმ ადამიანებისთვისაა, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს ყველაფერი, რაც რუსეთმა განახორციელა ან ომს მათი ოჯახის წევრები ემსხვერპლნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში