 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            