ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ანგარიში დაამტკიცა

26 იანვარი 2021, 17:52 791 ნახვა

105 ხმით 20-ის წინააღმდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ დავაზეც არის საუბარი.

დოკუმენტი მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, დააჩქარონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და დაკისრებული კომპენსაციების გადახდა. დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს დაახლოებით ხუთი ათასი გადაწყვეტილების აღსრულებას უწევს ზედამხედველობას.

იმის მიუხედავად, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსახილველი საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, სტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით ბევრი გადაწყვეტილება ათ წელზე მეტია შეუსრულებელია.

ანგარიში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, დაპატიმრებასა და დეპორტაციას ეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის სულ მცირე 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში