ახალი რეგლამენტი პირველი მოსმენით დამტკიცდა

27 იანვარი 2021, 17:43 231 ნახვა

პარლამენტმა  ახალი რეგლამენტი დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა. ახალი ინიციატივა 4 დეპუტატს, ფრიდონ ინჯიას და მის სამ თანაგუნდელს უფლებებს უზრდის და ვიცე-სპიკერის და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეების პოსტზე დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს.   აღნიშნული დადგენილება მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტზე გავრცელდება. ,, ქართული ოცნება“  ამბობს,  რომ ცვლილებები რაიმე ფარულ მიზანს არ ემსახურება და მათ უბრალოდ ოპოზიციისთვის უფლებების გაზრდა სურთ.  ხელისუფლების  ოპონენტები კი აცხადებენ, რომ  მმართველ გუნდს  ერთპარტიული პარლამენტის იარლიყის მოშორება სურს, თუმცა არსებულ  მოცემულობას ვერ შეცვლის.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში