გარდაცვლილი არასრულწლოვანის საქმე

12 თებერვალი 2021, 20:06 13028 ნახვა

სისტემური დანაშაული თუ ოჯახის გულგრილობა. ქვეყანა კიდევ ერთხელ შეძრა ქობულეთის სოფელში დაღუპული 14 წლის გოგონას ამბავმა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის საქმეზე, 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც დაღუპულის დედა მისი შვილის მისამართით მუქარაში ადანაშაულებს.

მერი რომანაძე ასევე ყვება, რომ გაუპატიურების შემდეგ მისი შვილი მამამთილის ძმისშვილებმა სასტიკად სცემეს. საქმეში ხედავს სოციალური მუშაკის ბრალეულობასაც.

გარდაცვლილის ბაბუამ მომხდარის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარისას თქვა, რომ  გაუპატიურების შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, შემთხვევა კი გასულ ზაფხულს მოხდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში