საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

20 თებერვალი 2021, 11:17 1126 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 469 პაციენტი, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში 18 015 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 11 021, „პისიარ“-ტესტი – 6 994.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,2% პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6% პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,4% პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 281 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 769, კლინიკურ სასტუმროში რჩება 228 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში