კეთილშობილი კავკასიური ირმის საშენ მეურნეობას ორი ხარირემი შეემატა

07 სექტემბერი 2025, 12:24 134 ნახვა

ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ კეთილშობილი კავკასიური ირმის საშენ მეურნეობას ორი ხარირემი შეემატა. საშენ მეურნეობაში ჯამში  უკვე 9 ირემი  გაუშვეს. კავკასიური კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამის პირველ ეტაპზე მათი რიცხვი 20-მდე გაიზრდება.

მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 72 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული, სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის, ფოტოხაფანგებით და კამერებით. შერჩეული ტერიტორია  თრიალეთის ქედის შუაგულში მდებარეობს, სადაც სპეციალისტების თქმით  როგორც პოპულაციის აღსადგენად, ისე მის დასაცავად  ოპტიმალურ პირობებს ქმნის.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი