ქედაში საქმიანობათა ცენტრი გაიხსნება

20 თებერვალი 2021, 12:05 1406 ნახვა

უსაფრთხო გარემოს შექმნისა და სიცოცხლის ხელშეწყობის მიზნით ქედის მერია წითელ ჯვართან ერთად ახალ პროგრამას ახორციელებს. ამ მიზნით ქედაში საქმიანობათა ცენტრი გაიხსნება, რომელიც პირველ ეტაპზე საინფორმაციო კამპანიას შემდგომ კი პროექტების წარდგენას ითვალისწინებს. პროგრამას ქედის მერია 20 ათასი ლარით, ხოლო საქართველოს წითელი ჯვარი 40 ათასი ლარით აფინანსებს.

პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე მერიამ სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით კიდევ ერთი -მარტოხელა ხანდაზმულებისთვის სურსათის გადაცემის პროგრამა დაამატა. რომელიც მარტოხელა მოხუცებისთვის პირველადი სასურსათო პროდუქტით დახმარებას ითვალისწინებს. ბიუჯეტი 16 500 ლარია რითაც  მერია 110 ოჯახს დაეხმარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი