ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

23 თებერვალი 2021, 16:07 1002 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. ცვლილება ფინანსურ დოკუმენტში გასულ წელს ხარჯვითი ნაწილის ეკონომიის ხარჯზე მოხდა. გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ითქვა, რომ დამატებული თანხა ძირითადად აიპი სასაფლაოებს, აიიპ წყალკანალს და სტიქიით დაზარალებულების ბინის ქირის გადახდას მოხმარდება. საკრებულოს სხდომას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის წევრები არ ესწრებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში