ჯანმო: ნაადრევია ფიქრი, რომ პანდემია წლის ბოლომდე დასრულდება

02 მარტი 2021, 12:49 747 ნახვა

“იმის მიუხედავად, რომ „ლოქდაუნებისა“ და ვაქცინაციის პროგრამების წყალობით კოვიდ 19-ის გავრცელება ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა, ნაადრევი და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება”’, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. ასევე ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, გასულ კვირაში კორონავირუსის შემთხვევების გლობალურმა რაოდენობამ მოიმატა. კერძოდ, ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა ჯანმო-ს 6 რეგიონიდან 4-ში : ამერიკაში, ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა  განაცხადა, რომ ”ეს გულდასაწყვეტია, მაგრამ არა გასაკვირი“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში