თიკერის ტყის პრობლემა

03 მარტი 2021, 20:03 453 ნახვა

გაჩეხილი და ნაგავსაყრელად ქცეული თიკერის ტყე ქობულეთში. თიკერის დასახლებაში მცხოვრებლები ყვებიან, რომ წლებთან ერთად, მოსახლეობას ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხშირად მიჰქონდა.

670 ჰექტარზე გადაჭიმული თიკერი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით ხასიათდება და შესანიშნავია პიკნიკისა თუ მცირე გასვლების მოსაწყობად.

ეკოლოგები ახლა, უნიკალური ეკოსისტემის გადარჩენის აუცილებლობაზე საუბრობენ და თანაც ტურისტების შენარჩუნებაზე, რომლებიც თიკერის ტყეს ხშირად სტუმრობენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში