”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

03 მარტი 2021, 11:47 702 ნახვა

სამართალდამცველებმა გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანა.

აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, 1996 წელს დაბადებული თ.ა. კი პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ნაციონალური მოძრაობის"ოფისის დაზიანების ფაქტზე ჯამში 3 პირია დაკავებული. მათგან ორი ცხელ კვალზე აიყვანეს.

ორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს გუშინ დაესხნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში