მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 117 მილიონს აჭარბებს

08 მარტი 2021, 11:56 609 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 117 მილიონს აჭარბებს. ნორვეგია ეპიდვითარების გაუარესების გამო დამატებითი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს. დიდ ბრიტანეთში, ოქტომბრის შემდეგ, "კოვიდ-19-ით" გარდაცვალების რეკორდულად ცოტა შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 82 ადამიანი ემსხვერპლა. დღეიდან, ინგლისის მასშტაბით, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაქცინაცია გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, ამერიკის მოქალაქეებისთვის 90 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოყენებულია. საფრანგეთმა კი სლოვაკეთს, დახმარების სახით, "ასტრაზენეკას" ვაქცინის 15 ათასი დოზა გადასცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში