ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრა მიმდინარეობს

12 მარტი 2021, 09:51 761 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს ხვდება.

პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე შეხვედრას ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველოდები ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. დღეს მოგვიანებით გავესაუბრები მედიას“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ჩამოსვლისას.

კრისტიან დანიელსონი თბილისს სამდღიანი ვიზიტით დღეს ეწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში