ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე სასამართლოში გამოკითხეს

16 მარტი 2021, 17:37 1362 ნახვა

“ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითეს. ისინი სასამართლოში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდნენ. 

მათი თქმით, კითხვების ნაწილი ეხებოდა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის განცხადებასაც, რომელიც ამბობდა, რომ ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მელაძისა და ჩიხლაძის მკვლელობა იგეგმებოდა.

ნოდარ მელაძეს შესთავაზეს სახელმწიფო დაცვა, რაზეც უარი განაცხადა. 

''გამოძიების ინტერესის საგანს წარმოადგენდა, სად გავეცანი ლევან მამალაძის ინტერვიუს. აინტერესებდათ თავად ხომ არ გავარკვიე რაიმე, ჩემი და მაკა ჩიხლაძის სავარაუდო სიცოხლის მოსპობის საქმეზე და ვუთხარი რომ არა. აინტერესებდათ ხომ არ მქონდა კომუნიკაცია ან ლევან მამალძესთან, ან მის მიერ დასახელებულ პირებთან. ხომ არ ვიცნობდი და მქონდა თუ არა ურთიერთობა'' - ამბობს მელაძე. 

''როგორც ვხვდები კითხვები იყო სტანდარტული, როგორც ნოდარის, ასევე ჩემს შემთხვევაში. პირადი ინფორმაციის შემცველი და ასევე საქმესთან დაკავშირებული. მქონდა თუ არა რაიმე სახის კომუნიკაცია ამ ინტერვიუს შემდეგ, ან მანამდე, ლევან მამალაძესთან, მიხეილ სააკაშვილთან ან ზურაბ ადეიშვილთან, სამივე შემთხვევაში ჩემი პასუხი იყო არა. ვუთხარით თუ დამატებითი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს, მაშინ ჩვენ რეალურ საფრთხეს ვერ ვხედავთ'' - ამბობს მაკა ჩიხლაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში