სიმონეთში მე-3 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე პოლიგონს მუხრან შუკვანის სახელი მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი ავღანეთში საერთაშორისო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. ის მე-3 ქვეით ბრიგადაში 2005 წლიდან მსახურობდა. ჰელმანდის პროვინციაში 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური 2010 წელს სნაიპერის ტყვიით დაიღუპა.
მუხრან შუკვანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მის ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.