საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევა დადასტურდა

01 აპრილი 2021, 17:58 1455 ნახვა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული - ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა. 

ხათუნა ზახაშვილის თქმით, დღეისთვის კვლევაშია და რეგისტრირებულია 140-მდე საეჭვო შემთხვევა. 

მისივე განმარტებით, ​რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანის ჭეშმარიტი ინფიცირება ხდება 2-ჯერ თანმიმდევრულად, როდესაც პირველი შემთხვევისგან ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა და ის ხელახლა დაავადდა ამავე ვირუსით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში