კორონავირუსის გამო ნაკაიძეების სკოლა და ლეღვას ბაღი დაიხურა

05 აპრილი 2021, 15:31 993 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში საბავშვო ბაღი დაიხურა. ინფიცირებულია  ორი მცირეწლოვანი. სავარაუდოდ კორონავირუსის გავრცელება ბაღს არ უკავშირდება და ერთ-ერთი ინფიცირებული იმ მანდატურის შვილია, რომელიც ლეღვას საჯარო სკოლაში მუშაობდა. დღეს კოვიდ 19-ის გავრცელების გამო კიდევ ერთი სკოლა დაიხურა ქობულეთში. არსებული ეპიდ სიტუაციის გამო ხვალიდან მასობრივი ტესტირება იწყება. დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც განაცხადა,რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა  ზრდის გარკვეული დინამიკაა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში