ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციის ტერიტორიაზე შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა 

09 აპრილი 2021, 00:49 2110 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციის ტერიტორიაზე  დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.

ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

"არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ფეხით შეამტვრია კარი, იქ მყოფმა სტიქაროსანმა და სამართალდამცველმა, რომელიც თვითმხილველი აღმოჩნდა და შეჰყვა, სიტუაცია გაანეიტრალეს. კაცი დანით იყო შეიარაღებული. იმდენად უგონო მდგომარეობაში იყო, ვერ ამბობდა რა უნდოდა. იდენტიფიცირებულია და სამართალდამცავებმა განყოფილებაშია გადაიყვანეს", - განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში