ვაშაძე - პოლიტიკური შეთანხმება მალე შედგება

09 აპრილი 2021, 20:09 1292 ნახვა

ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების მორიგი რაუნდის მოლოდინში. შეუთანხმებელი მხარეებისგან ისევ ისმის ე.წ პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხები. ფასილიტატორებთან გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მოვლენების განვითარების 3 ვარიანტს ელის.

გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს მესამე რაუნდის დასახელების თარიღს, ოპოზიციის დანარჩენს ნაწილს კი როგორც ამბობენ არ აქვთ ინფორმაცია მოლაპარაკებების ჩატარებაზე და უცნობია, რაზე დაყრდნობით საუბრობს ამას გიორგი ვაშაძე.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი დღეს, იმ ერთ-ერთ პოლიტიკოსად დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც შეთანხმება სურს, რაც შეეხება საერთო პოზიციას  მმართველ გუნდს მათივე თქმით ოპოზიცის ჯანსაღ ნაწილთან წარმოუდგენია მოლაპარაკება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი