შუახევში, სოფელ ბარათაულში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა 

15 აპრილი 2021, 23:52 3781 ნახვა

შუახევში, სოფელ ბარათაულში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლმა ტარიელაძეების ოჯახის საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები მთლიანად გაანადგურა. ხის საცხოვრებელს ცეცხლი ადვილად მოედო, რის გამოც დაზარალებულებმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევის ადგილას, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.  ტარიელაძეების ოჯახის 12 წევრიდან 6 მცირეწლოვანია. 

ოჯახი დროებით საცხოვრებლად ახლობლებთან გადავიდა. შემთხვევის ადგილას თვითმართველობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებული ოჯახის საკითხს კომისია შეისწავლის, მანამდე კი მათ ქირით გაიყვანენ.

 

 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში