ოცნება შეთანხმებას ხელს აწერს, ჯერი ოპოზიციაზეა

16 აპრილი 2021, 20:09 260 ნახვა

მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40% ამოქმედდეს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს კონსტრუქციულ ოპოზიციას საშუალებას მისცემს, ამ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ და თუ მართლა სურთ შევიდნენ პარლამენტში.

თალაკვაძის განმარტებით, მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არცერთი წინადადება არ იყო მოცემული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ უსაფუძვლოა.

შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტი, რომელზეც "ქართულმა ოცნებამ" დღეს ხელი მოაწერა, 31 მარტს, მოლაპარაკების წარუმატებელი რაუნდის შემდეგ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა გაასაჯაროვა.

დოკუმენტი დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა, თუმცა მაშინ ხელის მოწერაზე ორივე მხარემ უარი თქვა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში