„ოცნების“ გადაწყვეტილებას დასავლელი პარტნიორები აფასებენ

17 აპრილი 2021, 12:35 207 ნახვა

ქართული ოცნების მხრიდან კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერას დადებითად აფასებენ ქვეყნის დასავლელი პარტნიორები.

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი აცხადებს, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა   არის არსებული ჩიხიდან ნაყოფიერი გამოსვლისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამერიკელი კონგრესმენი და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილურ ხელისუფლებას.

საკითხს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროც ეხმიანება და ტვიტერში წერს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისის მიღწევას ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში