არა ნამახვანჰესს! - რიონის ხეობაში მიმდინარე აქციას სოლიდარობას თბილისში უცხადებენ

17 აპრილი 2021, 20:25 173 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციასთან, რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მათი პოზიცია ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორების თქმით, გუშინ გამართული ნამახვანჰესის კვლევების განხილვა, რომელსაც  ეკონომიკის მინისტრი ესწრებოდა  მათთვის დაგვიანებულია.

აქციის 10-მდე მონაწილე დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან  ღამის გათენებას აპირებს.

აცხადებენ რომ ეს პერმანენტულად გაგრძელდება. ცნობისთვის  გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა გზაზე ჯებირები მაინც რჩება, გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში