ევროკავშირის ელჩის განცხადება 

18 აპრილი 2021, 20:40 1011 ნახვა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფასილიტატორი ელჩები ესწრებოდნენ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა.

შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია და მხარეებს პოლიტიკური შეთანხმების გზებს კიდევ ერთხელ სთავაზობს.

კარლ ჰარცელის განმარტებით, რამდენიმე პარტიამ წინადადებების გასაცნობად დამატებითი დრო ითხოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში